იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის
პროდუქტი ბაზარზე შემოგაქვთ? EPR ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ.
- ერთი ხელშეკრულება ყველა ნაკადზე
- შეგროვების და გადამუშავების ორგანიზება
- აღრიცხვა და ანგარიშგება
Tegeta Green Planet · EPR-ის ავტორიზებული ორგანიზაცია
საბურავებს, ნარჩენ ზეთებს და აკუმულატორებს ვაგროვებთ, ვაღრიცხავთ და გადასამუშავებლად ვაგზავნით — კანონის შესაბამისად და თქვენი კომპანიის ნაცვლად.
საბურავი, ზეთი და აკუმულატორი ავტომობილს ემსახურება, მერე კი ნარჩენად იქცევა. კანონით, ამ ნარჩენზე პასუხს აგებს ის, ვინც პროდუქტი ბაზარზე შემოიტანა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ნარჩენს ეკონომიკაში ვაბრუნებთ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება — მარტივად, იურიდიული ენის გარეშე.
შემოგაქვთ ან აწარმოებთ საბურავს, ძრავის ზეთს ან აკუმულატორს.
უზრუნველყოთ, რომ მისი ნარჩენი შეგროვდეს და გადამუშავდეს.
ხელშეკრულებით ვალდებულებას TGP-ს გადასცემთ — შეგროვებით, აღრიცხვითა და ანგარიშგებით.
ექვსი ნაბიჯი — ავტოსერვისიდან ახალ პროდუქტამდე.
ნაცვეთი საბურავი რჩება ავტოსერვისში, ვულკანიზაციაში ან ავტოპარკში.
გამოგვიძახეთ ან მიიტანეთ შეგროვების პუნქტში.
თითოეულ პარტიას ვწონით და ციფრულად ვაღრიცხავთ.
სპეციალური ტრანსპორტით მიდის დამუშავების ობიექტზე.
საბურავი იჭრება და მუშავდება მასალად ან ენერგიად.
მასალა წარმოებაში ბრუნდება — საფარად, ფილად, საწვავად.
ზეთის შეცვლისას ნარჩენი ზეთი გროვდება სერვისში ან საწარმოში.
ინახება დალუქულ ავზში და ბარდება ჩვენს გუნდს.
ვტუმბავთ, ვწონით და ვაღრიცხავთ ყოველ ჩაბარებას.
ავზიანი ტრანსპორტით მიდის ლიცენზირებულ ობიექტზე.
ზეთი იწმინდება და მუშავდება.
ბრუნდება ბაზისურ ზეთად ან საწვავად.
ამოწურული აკუმულატორი რჩება სერვისში, მაღაზიაში ან ავტოპარკში.
ბარდება მჟავაგამძლე კონტეინერით, დაზიანების გარეშე.
ვინახავთ უსაფრთხოდ, ჟონვის გარეშე.
სახიფათო ტვირთის წესებით ვატრანსპორტირებთ.
იშლება ტყვიად, პლასტმასად და ელექტროლიტად.
ტყვია და პლასტმასი ახალ წარმოებაში ბრუნდება.
პროდუქტი ბაზარზე შემოგაქვთ? EPR ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ.
ავტოსერვისი, ავტოპარკი ან საწარმო? ნარჩენს ადგილზე წავიღებთ.